free discussions
Search
 
 

Display results as :
 


Rechercher Advanced Search

Search
 
 

Display results as :
 


Rechercher Advanced Search

Navigation
 Portal
 Index
 Memberlist
 Profile
 FAQ
 Search
Navigation
 Portal
 Index
 Memberlist
 Profile
 FAQ
 Search
Affiliates
free forum

Affiliates
free forum


ელიზაბეტ გუტიერესი

View previous topic View next topic Go down

ელიზაბეტ გუტიერესი

Post by maria on Mon Jun 27, 2011 5:17 am

ელიზაბეტ გუტიერესის ბიოგრაფია


ელიზაბეტ გუტიერესი 1979 წლლის 1 აპრილს ამერიკის ყველაზე მდიდარ შტატ კალიფორნიაში დაიბადა. ბავშვობა კი მომავალმა მსახიობმა, ვარსკვლავების ქალაქ ლოს-ანჯელესში გაატაარა. ელი საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გახდა როდესაც რეალითი შოუ ”სერიალების გმირები” (Protagonistas de novela) მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად ამ გადაცემაში მისი მომავალი მეუღლე უილიამ ლევი (ხუან მიგელი - ”უფრთხილდი ანგელოზს”) მონაწილეობდა. 2005 წელს ელიზაბეტმა თავისი მსახიობური ცხოვრება დაიწყო და ვენევესიონის სსერიალში ”დამივიწყე სამუდამოდ” (Olvidarte jamás) ექსცენტრიული იზაბელა განასახიერა და პარტნიორობა გაუწია ისეთ მსახიობებს როგორეიც არიან: სონია სმიტი (ელენა - ”სხვისი ცოდვები”), გაბრიელ პორასი (დანიელი 2 - ”პრისიონერა”, ლეონარდო სისნეროსი - ”დედა მთვარე”, რიკი მონტანა - ”ანელიას სახე”) და სხვები...
უკვე 2006-2007 წლებში კიდევ ერთ გახმაურებული საპნის ოპერიდან მიიღო შემოტავაზება და ”ბედის მძევალში” (Acorralada) პაოლა ირაზაბალი განასახიერა. 2007 წლის მიწურულს ვენევესიონის კიდევ ერთ სერიალში ”ნაყიდი სიყვარული” (Amor Comprado) მიიღო მონაწილეობა სადაც მთავარი გმირი მარიანა განასახიერა.
ამის შემდეგ ელიმ უკვე ”ტელემუნდოში” გადაინაცვლა სადაც მან მსოფლიოს მაშტაბით გაიტქვა სახელი, როდესაც ”ანელიას სახეში” (El rostro de Analía) ანელია / მარიანას როლი განასახიერა. ამ როლით ის ყველაზე ძვირად ღირებული მსახიობების სიაშიც მოხვდა. ანელიას სახემ მრავალი ქვეყანა მოიარა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც სერიალმა ასევე თავად მსახიობმაც. უამრავ ქვეყანაში ელიზაბეტს ფორუმები საიტები და ფან კლუბები გაუხსნეს. ანელიას შემდეგ ელიმ ტელევისას სერიალში ”ველური გულის” (Corazón salvaje) რიმეიქში როსენდა განასახიერა. ახლა კი ელიზაბეტი კვლავ ტელემუნდოს დაუბრუნდა და მისივე სერიალში ”ელენას მოჩვენება” (El fantasma de Elena) იღებს მონაწილეობას.

ელიზაბეტის მეუღლე გახლავთ უილიამ ლევი. მათ ჰყავთ ორი პატარა შვილი: კრისტოფერ ალექსანდერი და კეილი ალექსანდრა ლევი

maria

Posts : 21
Reputation : 3
Join date : 26.06.11

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum